11 სექტემბერი, 2018

გაეცანით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს დაგეგილ ღონისძიებებს

გაეცანით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს დაგეგილ ღონისძიებებს12 სექტემბერი – საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ტრაგიკული და სოციო-პოლიტიკურად მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს წიწამურის გზაზე მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მოკლეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და თავისუფლების მტრებმა.

საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ წელს მეხუთედ განახორციელებს პროექტს „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: თინათინ მღვდლიაშვილი, ტარიელ ხარხელაური, მზია ხეთაგური, თემურ ჩალაბაშვილი, მიხეილ ღანიშაშვილი და ელგუჯა მარღია. ასევე მსახიობები, რუსთაველის თეატრიდან – დარეჯან ხარშილაძე და ია სუხიტაშვილი, ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრიდან – ქეთევან შერვაშიძე, ქეთი ქიტიაშვილი, გიორგი იარაჯული, ახმეტელის თეატრიდან – მზია ტალიაშვილი.

ღონისძიებების განრიგი კი თითქმის მთელი დღის მანძილზეა გადანაწილებული.

13:00 – პროექტის გახსნა, ოფიციალური მისასალმებელი ნაწილი. მცირე ექსკურსი ილიას შესახებ – სიონის ტაძრის ეზო;

14:00 – მსვლელობა სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონამდე. საზოგადოება სიმბოლურად ფეხით გაივლის იმ გზას, რა გზითაც ილია უკანასკნელ გზაზე გააცილა ქართველმა ხალხმა. მსვლელობა გაფორმებული იქნება ილიას ნაწარმოებების საარქივო „ოქროს ფონდის“ ჩანაწრებით;

15:00 – მთაწმინდის პანთეონში გაიმართება ლიტერატურულ-თეატრალიზებული ინტერმედია თანამედროვე მწერლებისა და მსახიობების მონაწილეობით.

ასევე მთაწმინდაზე, ღონისძიების შემდეგ შეგდება წლევანდელი ფორმატის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა. წელს, საჯაროდ პირველად შედგება „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური პრემიით დაჯილდოების ცერემონია. სიმბოლურად მთაწმინდაზე ილიას საფლავთან გაიცემა „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის“.

17:00 – დამსწრე საზოგადოება და დაინტერესებული პირები ესტუმრებიან ილიას მემორიალურ სახლ-მუზუმს, დაათვალიერებენ იმ ბინას და სივრცეს, სადაც ილიამ სიცოცხლის ბოლო დღე გაატარა და წიწამურის ტრაგედიამდე უკანასკნელად სწორედ ამ სახლიდან გავიდა.

მუზეუმის მონახულების შემდეგ, შეკრებილი საზოგადოება და მოზარდები მოისმენენ და ჩაერთვებიან „თბილისის მუზეუმების გაერთიანების“ საგანმანათლებლო პროგრამებში: „მუსიკა ილიას სახლში“ და „ცოცხალი ნახატები”.

ღონისძიებებზე დასწრება როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია. პროექტის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერიის ღონისძიებების დეპარტამენტი;

საქართველოს საპატრიარქო, თბილისის მუზეუმების გაერთიანება, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, „საირმე მინერალ ვოთერს“, „ნაყინი – ლიდერი XXI“, ტელეკომპანიები „იბერია“ და „ერთსულოვნება“, საინფორმაციო პორტალები „კვირა“ და „ლიბერალი“.

გაეცანით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს დაგეგილ ღონისძიებებს