Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ეს ლექსი 80 წლის წინ დაუწერია ჩვენს სასიქადულო პოეტს – ლადო ასათიანს”

1 სექტემბერი, 2018

"ეს ლექსი 80 წლის წინ დაუწერია ჩვენს სასიქადულო პოეტს - ლადო ასათიანს"ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ლადო ასათიანის ერთ-ერთ ლექსს იხსენებს და შემოდგომის შემობრძანებას გვილოცავს:

“ეს ლექსი 80 წლის წინ დაუწერია ჩვენს სასიქადულო პოეტს – ლადო ასათიანს.

გამოქვეყნებიდან 20-წლისთავზე ჩვენ ის სკოლაში ზეპირად გვასწავლეს. ხოლო მას მერე უკვე 60 წელია გასული;

გადავამოწმე და აღმოვაჩინე, რომ 60 წლის მერეც უშეცდომოდ შემიძლია ზეპირად გავიმეორო.

უცებ მომინდა, ლადოს ამ ლექსისათვის 80 წლის იუბილე მიმელოცა, თქვენთვის კი – ქრისტეს აქეთ 2018-ე შემოდგომა!!!

შემოდგომა მოვიდა
წითელ-ყვითელ ფერებით,
მოსავალით აივსო
კოლექტივის ველები.
დაიტვირთნენ ვაზები,
დაიშაქრნენ მტევნები,
აღაჟღაჟდნენ ვაშლები,
გადაყვითლდნენ ტევრები.
– სიტკბოებაც აქ არი!
– სიხარულიც აქ არი!
– ბიჭო, მარდად დაჰკარი!
– ჩამობერტყე კაკალი!
ისმის შესახილები,
სიმღერებით სტკბებიან.
აჩუხჩუხებს თათარას
თმაჭაღარა ბებია.
ჩურჩხელები მზისაგან
მაგრდებიან, ხმებიან,
პატარები ბებიას
მკვირცხლად ეგებებიან,
ტკბილად ესიტყვებიან,
ტკბილად ეუბნებიან:
– ჩურჩხელები მოგვეცი,
საყვარელო ბებია!”

ლადო ასათიანი 1938