6 სექტემბერი, 2018

ბათუმის კინოფესტივალის „ქართული პანორამის“ სექციის ფილმები ცნობილია

ბათუმის კინოფესტივალის „ქართული პანორამის“ სექციის ფილმები ცნობილია16 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება. ორგანიზატორებმა უკვე შეარჩიეს ქართველი რეჟისორების ფილმები, რომლებიც “ქართული პანორამის” სექციაში იქნება ნაჩვენები.

ამ სექციაში არასაკონკურსო ჩვენებით წარმოდგენილი იქნება ბოლო 2 წლის განმავლობაში გადაღებული ქართული ფილმები:

1. ანდრო, თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო, 2017, 25წთ.
2. ბათუმის ერთი დღე, საქართველო, 2018; 41 წთ.
3. დევნილობის ცხრა წელიწადი, თორნიკე კოპლატაძე, საქართველო, 2018, 23 წთ.
4. მეთევზე, თორნიკე ბზიავა, საქართველო, 2017, 17 წთ.
5. დიდუბე, ბოლო გაჩერება, შორენა თევზაძე, საქართველო/შვეიცარია, 2017, 64 წთ.
6. ინსტიტუცია N16, საქართველო, 2017; 64 წთ.
7. მოუსმინე სიჩუმეს, მარიამ ჭაჭია, საქართველო, 2016, 80 წთ.
8. მტვრით მოწამლულები, თამარ ბართაია, საქართველო, 2018, 52 წთ.
9. რეზო, ლეო გაბრიაძე, რუსეთი, 2017, 63 წთ.
10. ჯარა, ნიკა წიკლაური, საქართველო, 2017, 52 წთ.
11. ჰამლეტი, გიორგი მეგრელიშვილი, საქართველო, 2018, 110 წთ.

ქართული კინოს კლასიკა

ქართული კინოს 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სექცია, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება ქართული კინოს კლასიკის რამდინიმე ფილმის აღდგენილი ვერსია

1. ალავერდობა, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1962, 52 წთ.
2. ჩემი ბებია, კოტე მიქაბერიძე, საქართველო, 1929, 29 წთ.
3. ფიროსმანი, გიორგი შენგელაია, საქართველო, 1969, 85 წთ.
4. მარილი სვანეთს, მიხეილ კალატოზიშვილი, საქართველო, 1930, 44 წთ.

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე

კინოფესტივალზე დასწრება – კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) – სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით – http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ა.მიცკევიჩის ინსტიტუტი

კინოფესტივალის სპონსორები – სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Holland Hoek”, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“

კინოფესტივალის მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Cinemania, AT.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org ან www.facebook.com/biaffbatumi 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181 ან 597-998272