13 სექტემბერი, 2018

აუცილებლად წასაკითხი ანიტა რაჭველიშვილისგან

აუცილებლად წასაკითხი ანიტა რაჭველიშვილისგან– საქართველო – ქვეყანა, რომელსაც ჰყავს პროცენტულად ყველაზე მეტი ხელოვნების წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე, სახელს გაითქვამს მარიხუანის დილერობით, – აცხადებს ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი:
“საქართველო – ქვეყანა, სადაც დაიბადა ღვინო, ქვეყანა – რომელსაც ჰყავს პროცენტულად ყველაზე მეტი ხელოვნების წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყანა – რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია, საკუთარი ენა, დამწერლობა. ქვეყანა – რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სილამაზით არც ერთ მსოფლიოს ულამაზეს კუთხეს! ქვეყანა – რომელმაც არაერთი ოქროს მედალი ჩამოიტანა ევროპის თუ მსოფლიოს სპორტული შეჯიბრებიდან! ქვეყანა – რომლის ერიც დაუოკებლად იბრძვის სიცოცხლისთვის უკვე მერამდენე საუკუნეა და ქვეყანა – რომელიც სახელს გაითქვამს მარიხუანის დილერობით.
პ.ს. ამხანაგ ზურაბიშვილს სხვა ნებისმიერ ქვეყანაში უკვე ციხეში ჩასვამდნენ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისთვის!
პ.ს პ.ს: მავიწყდებოდა! მარიხუანას გაყიდვიდან ერთი თეთრის მეათასედიც არ შევა ბიუჯეტში! ყველაფერი მმართველი პარტიის ჯიბეების გასავსებად კეთდება!
გადააყოლეს ერი და ქვეყანა საკუთარ გაუმაძღარ მუცელს! ასეთი სამარცხვინო მთავრობა საქართველოს არსებობის განმავლობაში არ ჰყოლია!”