6 სექტემბერი, 2018

ანიტა რაჭველიშვილის ალბომი კრიტიკოსებმა საუკეთესოდ დაასახელეს

ანიტა რაჭველიშვილის ალბომი კრიტიკოსებმა საუკეთესოდ დაასახელესმეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილის სადებიუტო ალბომი კრიტიკოსებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს.

ინფორმაცია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა Opera News-მა გაავრცელა და ანიტას სადებიუტო დისკს წლის კრიტიკოსების რჩეული დისკის წოდება მიანიჭა.

ამერიკული გამოცემა წერს, რომ ანიტას დებიუტი ლა სკალას სცენაზე 2009 წელს “კარმენის” პარტიით შედგა და მას შემდეგ, ქართველი მეცო სოპრანო მსოფლიოს თეატრების სცენებზე წარმატებულ გამოსვლებს არ წყვეტს.