5 სექტემბერი, 2018

ანიტა რაჭველიშვილი: “ეს კრიმინალია!”

ანიტა რაჭველიშვილი: "ეს კრიმინალია!"– საზღვარგარეთ ამაზე ციხეა და ისე გავაკეთებ, რომ საქართველოშიც არ აცდეს ციხე ადამიანს, რომელიც მოქალაქეების მიერ წვალებით გადახდილ გადასახადს ბიუჯეტში, აი, ასეთი აფიორისა და პირადი სიამოვნებითვის იყენებს! – აცხადებს ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი:

“ჩემს ხელში აღმოჩნდა ეს დოკუმენტი!

არ ვიცი, ვისი პასუხსმგებლობაა და ვინ არის ამ დიდი აფიორის ორგანიზატორი, მაგრამ ის ვიცი ზუსტად, რომ ჩემი სახელი ჩაიწერა ამ ვითომ ფესტივალის სიაში და მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ ამ ფესტივალის ორგანიზატორებთან არანაირი საუბარი არასდროს არ მქონია და ამ ფესტივალში მონაწილეობას არასდროს დავთანხმებულვარ!

უამრავი ნიჭიერი ადამიანია საქართველოში და ორ თეთრს ვერ შოულობს რომ რაიმე გააკეთოს და, აი, ასეთ დიდ ტყუილებს აფინანსებს ჩვენი მთავრობა!

ნეტავ რატომ იხარჯება თანხები აფიორაზე?! რაზეა დაფუძნებული კულტურის სამინისტროს ან რომელიმე სხვა ინსტანციის თანხმობა ასეთი ფესტივალების ორგანიზებისას?! უბრალოდ ვიღაცის სიტყვა რომ ესა და ეს ადამიანები მომყავს და მონაწილეობას მიიღებენ?! ანუ ლაქლაქში და ტყუილში გაიცემა ფული?!

ეს კრიმინალია!

ჩემი ადვოკატი უკვე გავაფრთხილე და ძალინ მალე გავარკვევთ, ვინ არის ორგანიზატორი და საჩივარიც არ დააყოვნებს! ასეთი რაღაცეები სულ ხდება და სულ დაუსჯელი რჩება ის ადამიანი, ვინც ბედავს მსგავს კრიმინალს!

საზღვარგარეთ ამაზე ციხეა და ისე გავაკეთებ, რომ საქართველოშიც არ აცდეს ციხე ადამიანს, რომელიც მოქალაქეების მიერ წვალებით გადახდილ გადასახადს ბიუჯეტში, აი, ასეთი აფიორისა და პირადი სიამოვნებითვის იყენებს!

მეგობრებო, გადახედეთ სიას, თქვენს თავებსაც აღმოაჩენთ ამ სიაში და დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის სიურპრიზი იქნება!”

 

ანიტა რაჭველიშვილი: "ეს კრიმინალია!"

ანიტა რაჭველიშვილი: "ეს კრიმინალია!"

ანიტა რაჭველიშვილი: "ეს კრიმინალია!"

ანიტა რაჭველიშვილი: "ეს კრიმინალია!"