Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

„ანი-დან ჰოე-მდე“ – ქართული ანბანის ორიგინალური ალბომი

20 სექტემბერი, 2018

„ანი-დან ჰოე-მდე“ - ქართული ანბანის ორიგინალური ალბომი„ანი-დან ჰოე-მდე“ – ასე ჰქვია ალბომს, რომლის პრეზენტაციაც 21 სექტემბერს, 19 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართება.

გამოცემა „ანი-დან ჰოე-მდე“ დიმა თოფურიძის წარმოსახვითი სამყაროს მეტად ორიგინალური გადაწყვეტაა. ალბომის სახით მათი გამოცემის იდეა 2018 წლის გაზაფხულზე გამომცემლობა „აგორას“ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქართველ თანამშრომელთა ასოციაციამ მიაწოდა.

ქართული ანბანის და ქართული ხალხური თუ ლიტერატურული საუნჯის პოპულარიზაციის მიზნით ცალკეულ ასოს დაერთო ქართული ანდაზები და ციტატები VII საუკუნის ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიდან და მათი შესატყვისი ან თარგმანი ინგლისურ ენაზე.