7 სექტემბერი, 2018

აიეტის ქანდაკება ნადგურდება

აიეტის ქანდაკება ნადგურდებაყველამ კარგად ვიცით ოქროს საწმისისა და უძლეველი მეფის – აიეტის ისტორია.

საამაყო ისტორიის უკვდავსაყოფად, ქობულეთში, ფიჭვნარში, ძველი კოლხეთის მეფის აიეტის ქანდაკება დგას, რომელიც ნადგურდება.

ინფორმაციას და ვიდეოს ირაკლი კიკვაძე ავრცელებს:

“ჩვენს თვალწინ ნადგურდება ისტორია. აიეტის ქანდაკება სავალალო მდგომარეობაშია. მეფე აიეტი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოა.

გადავარჩინოთ აიეტის ქანდაკება! გადავარჩინოთ ისტორია!”