28 აგვისტო, 2018

ვიოლინოს ჯადოქარი “ღამის სერენადებზე”

ვიოლინოს ჯადოქარი “ღამის სერენადებზე”28 აგვისტოს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “ღამის სერენადები” მსმენელის წინაშე წარსდგება ვიოლინოს ჯადოქარი გეზა ჰოსზუ ლეგოცკი.

მარიამობის დღესასწაულზე ფესტივალის ფარგლებში მეორე საკონცერტო დღეს სასტუმრო შერატონ ბათუმში დაუკრავს კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ სოლისტთან და დირიჟორთან გეზა ჰოსზუ ლეგოცკისთან, მევიოლინე გია იაშვილთან და პიანისტ სალომე ჩიტაიასთან ერთად.

საკონცერტო პროგრამაშია სინდინგის, სენ-სანსის, კრეისლერის, დებიუსის, გერშვინის, ჩაიკოვსკის და სარასატეს ნაწარმოებები.