Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ცოცხალი სასწაული ნიკოლოზ ხომასურიძის ცხოვრებაში

20 აგვისტო, 2018

ცოცხალი სასწაული ნიკოლოზ ხომასურიძის ცხოვრებაშირეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ 3-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად თავისი ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა და ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმი გადაიღო.

ნიკოლოზი ფილმთან დაკავშირებით სასწაულს იხსენებს, რომელიც მის ცხოვრებაში დაუვიწყარი იქნება:

”ამ შეხვედრიდან 3 წლის თავზე – 4000 მეტრი, ილია ჭავჭავაძის “განდეგილი”-ს გმირის სამლოცველო.

მღვდელი ექვთიმე და მე მზის ამოსვლისას შევხვდით ერთმანეთს მეტეო სადგურის წინ აღმართულ საქართველოს დროშასთან. როდესაც ურთიერთგაცნობის შემდეგ მე მისი სახელი გავიგე, ჩემი ემოციური რეაქციის შემხედვარე ცოტათი დაიბნა, მაგრამ როდესაც ავუხსენი, რომ მე ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმს ვიღებ, სწორედ იმ ღამეს მყინვარზე ექვთიმეს დროშა უნდა ამეტანა და გამეშალა. და იმ დღეს 3650 მეტრის სიმაღლეზე, დილის 6 საათზე, მზის ამოსვლისას მღვდელს ვხვდები სრულიად შემთხვევით და მისი სახელი რომ ექვთიმე აღმოჩნდება, ეს ჩემთვის ცოცხალი სასწაულის ნიშანი იყო და ვთხოვე ნუ გაიკვირვებდა.

მან, როგორც უაღრესად დადებითმა პიროვნებამ და სულიერმა მოღვაწემ გამიგო და იმ დღეს, ჩვენ ორივემ შევასრულეთ ჩვენი მისია. მან უნიკალური ჯვრისწერა ჩაატარა 4000 მეტრზე წმინდა სამების სამლოცველოში, მე კი ექვთიმეს დროშა გავშალე მყივნარწვერზე – 5047 მეტრზე მისი ლოცვა-კურთხევით. ეს ყოველთვის დაუვიწყარი დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში.”