Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

წიგნი, რომელიც ერეკლე მეფეს სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ

19 აგვისტო, 2018

წიგნი, რომელიც ერეკლე მეფეს სულ სხვა კუთხით გაგაცნობთერეკლე მეფის ცხოვრებასა და შემოქმედებას ნოდარ დუმბაძის შვილიშვილმა ნოდარ მაჭარაშვილმა წიგნი მიუძღვნა. “ავი მუსაიფი” – ასე ეწოდება რომანს, რომლის წაკითხვის შემდეგაც საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ მეფეს სულ სხვანაირად გაიცნობთ.

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:

“იშვიათი საჩუქარი მივიღე! გულწრფელად ვამბობ, ბოლო დროს წიგნი ასე არ მომწონებია.

ერეკლე მეფე, რომელსაც ძალიან ბევრი დრო მივუძღვენი, ხელახლა აღმოვაჩინე. ხელახლა აღმოვაჩინე მწერალ ნოდარ მაჭარაშვილის წყალობით. მისი ლაღი, ხალხური და ამასთანევე მდიდარი ენით ნაწერი სტრიქონები, ისე გაბრუებს და გითრევს ისტორიულ სამყაროში, რომ წიგნიდან თავის აწევა წარმოუდგენლად გიძნელდება!

ნოდარ დუმბაძის შვილიშვილისაგან სხვა არც იყო მოსალოდნელი, „ავი მუსაიფი“ დღეს დავიწყე და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბოლო დროის საუკეთესო რომანია.

ვულოცავ ქართულ ლიტერატურას, მეფე ერეკლეს კი ნამდვილად გაუმართლა, მისი ღვაწლი ასეთ დაფასებას დიდი ხანია იმსახურებდა!”