Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

წაგიკითხავთ სიკვდილის წერილი?

4 აგვისტო, 2018

წაგიკითხავთ სიკვდილის წერილი?არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ეფიქროს სიკვდილზე.

პოეტი როი აბუსელიძე ლექსს აქვეყნებს, რომელსაც “სიკვდილის წერილი” ეწოდება და მასში ადამიანის ცხოვრება ერთი ლამაზი ლექსის რამდენიმე სტროფშია ჩატეული:

“ტკივილი გსურდა? აჰა, შენი ტკივილი ესეც,
სულის ტკივილი ფრჩხილებიდან იწყება თურმე,
ვეღარ მოიმკე რაც კი მთელი ცხოვრება თესე,
გზა აღარ არის, ხოლო გზიდან გადაყრილ ურმებს –

რამდენსაც გინდა, როგორც გინდა, დათვლი და დათვლი,
სიგიჟე გსურდა? თურმე როგორ იწყება შეშლა,
აღარ ეკუთვნი საკუთარ თავს არცერთი ადლით,
საკუთარ უფალს, საკუთარ დროს და როგორც ხეში –

ჩამდგარი წყალი მზის ამოსვლას ყოველდღე ელი,
გტკივა დღეები, ნერვი, სუნთქვა და ტვინის არე,
კითხულობ შენთან გამოგზავნილ სიკვდილის წერილს
და ლექსებიდან დაგხარხარებს პოეტის მთვარე.

ხვდები, ცხოვრება ჩამოთვლაა სიტყვების რაღაც,
გრძნობების რაღაც და იმედის დასასრულს, მარტივს,
იცი მოუღო უნდა ბოლო, მაგრამ და მაგრამ,
ვერ გააყოლე ღრმა ნაფაზებს უფრო ღრმა დარდი.

ქრონიკულ დარდზე საუბარი რთულია მეტად
თუკი წინ არის რაც გინახავს იმაზე მეტი,
საშველსაც მოკლავ რადგან უკვე შიგნიდან ხედავ,
რომ არაფერი არ დარჩება ის რასაც წერდი,

ვერ გამოგქონდა ვინაიდან მკვლელობა ქარში,
ვერ მოუნახე გასასვლელი სხეულის ჯებირს
და რაც კი წერე, მაინც არ ხევ, არ სპობ და არ შლი,
თუმც კარგად იცი – უფრო – შიგნით პოეტი რჩები…

უკვე ამ ლექსზეც გეცინება ან უკვე დროა,
რაღაც იღონო, რაღაც მიხვდე ან რაღაც, რავი…
და დგახარ ასე უფალსა და უფლებას შორის –
რომ შეგიძლია საკუთარ თავს მოუკლა თავი.”