Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

წაგიკითხავთ ასეთი ანბანთქება?

11 აგვისტო, 2018

წაგიკითხავთ ასეთი ანბანთქება?ქართულ ანბანს არაერთმა პოეტმა მიუძღვნა ლექსი.

გიორგი სისაური ახალგაზრდა კალიგრაფისტია, რომელიც ქართული ანბანის ასოებს კი არ წერს, ხატავს – დიახ, ხატავს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

“არტინფო” გთავაზობთ ლექსს “ანბანთქება”, რომელიც გიორგი სისაურმა ქართულ ანბანს მიუძღვნა:

ა-ნბანს ვაქებდეთ ქართულსა შობილსა ღმრთისა ბაგეთა…
ბ-რძნულთა ბრძნულითა სიბრძნითა პირველთა ქმნილთა სახეთა…
გ-არსთა ზე-ასოთ ხმა ღმრთისა ღვთიურთა არსთა არეთა…
დ-ედა სამყაროს გულისა ენა წილ ღვთისა მხარეთა…
ე-ნა ქართული ღვთიური ღმერთთა ხმა ღმერთთა ენათა…
ვ-წერთ ესე ასო-ბგერათა ღვთაებათ ენათ ფენათა…
ზ-ენა ენათა საწყისთა ასო ზენ ზესთა ზენათა…
თ-ვით ენა ღმერთთა ფენათა ენათა აღმაფრენათა…
ი-შვა ესე რა ანბანი უფლისა ხელთა შობილი…
კ-ალთა ზე ღმრთისა კვალთა წილ ასო ასოთა ხმობილი…
ლ-აზარე ჩვენსა სულისა აზრი აზრთა ზე ვრცობილი…
მ-ოჰხედეთ ესე სიბრძნითა ასოთ უფლისა წყობილი…
ნ-ეტარ არიან ყოველნი ვითარცა ჰპოვენ ზესკნელთა…
ო-რთავე შინა სოფელსა არსთა ყოველთა შემქმნელთა…
პ-ირველთა ესე სიტყვათა სიბრძნითა მთქმელთა… ქვესკნელთა…
ჟ-ღერენ ასონი უფლისა სამყაროთ ზენა ზე მქმნელთა…
რ-ოდეს ღმერთს ანბანთქებითა ღვთაებათ სცემენ თაყვანსა…
ს-იცოცხლეთ საწყისთ საწმყოთა შვა მისსა თვისსა აკვანსა…
ტ-ანისა ღმრთისა ღვთაებრივ ანბანსა ხატსახოვანსა…
უ-ფლისა ენას ვაქებდეთ ენასა ღვთისენოვანსა…
ფ-იქრთ ესე ენა ქართულსა ქმნიდა წამთ მდუმარებითა…
ქ-ებათა-ქება ანბანსა უფლისა ანბანთქებითა…
ღ-ვთისა ენითა ღმერთისა უფლისა ხმითა ასხმითა…
ყ-ოველთა ქმნილთა შექმნილთა ქმნილი მის ხელთა დასხმითა…
შ-ვა ესე ასოთ საწყისი მქმნელსა მის ღვთისა სახელთა…
ჩ-ვენსა უფლისა შობილსა ქართველთა ენათ მფარველთა…
ც-ათა ზე-ცათა ზე-სკნელთა ასოთ-ასოთა მსახველთა…
ძ-ალთა არსთ ღმრთისა საუნჯე ანბანი – ენა ქართველთა…
წ-ილთა-წილ ენა უფლისა ზეგარდმო ღვთისა და-რთული…
ჭ-ირისა სიბრძნედ მოქცევა სიბრძნითა ენათ გართული…
ხ-მითა მისითა და მითა ღვთაებათ დასთა ართული…
ჯ-ვარი ეწეროს ენასა აწთა და მარად დართული…
ჰ-ე “ღმერთო ერთო შენ შეჰქმენ” ანბანი ენა ქართული…