28 აგვისტო, 2018

თემურ ყვითელაშვილის საჩუქარი მარიამობაზე

თემურ ყვითელაშვილის საჩუქარი მარიამობაზე28 აგვისტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეა.

ვირტუოზმა გიტარისტმა თემურ ყვითელაშვილმა ამ თარიღს მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნა.

AVE MARIA – ავე მარია – მსოფლიოში ცნობილი ნაწარმოებია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასრულებენ.

თემურ ყვითელაშვილმა ნაწარმოები ტრადიციული პროფესიონალიზმით და განუმეორებელი შესრულებით წარმოადგინა.