Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თემო გვალია: “ახლა მომისმინეთ!”

17 აგვისტო, 2018

თემო გვალია: "ახლა მომისმინეთ!"– ფიქრით რაც გინდათ და როგორც გინდათ იფიქრეთ, არავისი საქმე არაა ეგ, მაგრამ თქვენს გვერდზე მყოფ და მაცხოვრებელ ახალგაზრდებზე თუ ძველგაზრდებზე, რომ ასეთ საზიზღრობებს წერთ სახალხოდ, აი ზუსტად მაგიტომ ხართ ცხვირ-პირ მისაჩეჩქვები! ვინ მოგცათ მაგის უფლება თქვე ფარჩაკებო?! – აცხადებს მსახიობი თემო გვალია:

“ახლა მომისმინეთ!

ზოგიერთები, რომ მოაღებთ პირს და წერთ:
“არ არსებობს ყოფილი ნარკომანი”;
“პიდარასტი და ნარკომანი ერთია”;
“უნდა გაჟლიტო ნარკომანები და დაისვენებს ქვეყანა”;
“არ მოუსმინო და არ დაიჯერო არაფერი ნარკომანის”;
“დედასაც გაყიდიან ნარკოტიკების გამო”;
და კიდევ მრავალი სი.ული გამონათქვამები….

მართლა მოგ…ანთ სათითაოდ დედები იმათ, ვინც ამას გაჰყვირით და არა მხოლოდ ფიქრობთ! ფიქრით რაც გინდათ და როგორც გინდათ იფიქრეთ, არავისი საქმე არაა ეგ, მაგრამ თქვენს გვერდზე მყოფ და მაცხოვრებელ ახალგაზრდებზე თუ ძველგაზღდებზე, რომ ასეთ საზიზღრობებს წერთ სახალხოდ, აი ზუსტად მაგიტომ ხართ ცხვირ-პირ მისაჩეჩქვები! ვინ მოგცათ მაგის უფლება, თქვე ფარჩაკებო?!

არავინაა დაზღვეული ამ უბედურებისგან. ჯვარი გწერიათ და თუ შეემთხვა ასეთი უბედურება თქვენი ოჯახის წევრს, მაშინ ხომ დადუმდებით? მაშინ გახდებით ნამდვილი ადამიანები, როცა ამ ყველაფერს საკუთარ თავზე იწვნევთ. მაშინ შეხედავთ ყველაფერს ისე, როგორც სინამდვილეში არის. კიდევ ერთხელ ჯვარი გწერიათ ყველას…

იმის მაგივრად, რომ მოვაბრუნოთ სწორი ცხოვრებისკენ დაღუპული ქართველები თუ არაქართველები, ლანძღავთ და მიწასთან ასწორებთ მათ. თანაც სამწუხაროდ არა აქვს მნიშვნელობა ცოცხალია თუ მკვდარი. ასე რამ გაგაბოროტათ, თქვე ქაჯანებო, თქვენ?

აი, გუშინწინ ჩემთან დავპატიჟე ასეთი “დაღუპული” 27 წლის ახალგაზრდა. შევხვდი ღიმილით, ყავაზე და ნამცხვარზე დავპატიჟე. შემდეგ დავუწყე საუბარი. ოღონდ არა იმ ტონით, რა ტონითაც ზოგიერთები ესაუბრებით “ფეისბუკიდან” მათ.

ვილაპარაკეთ ამ სენზე. ახალგაზრდა აშკარად ნერვიულობდა. შევეცადე, როგორც მისი თანატოლი, ისე ამეხსნა მისთვის, თუ რა ზიანის მომტანია ნარკოტიკი. მოვუყევი ჩემი იმ დროინდელი მდგომარეობა, როცა მე თვითონ ვიყავი მასზე ალბათ მრავალჯერ უფრო მეტად შეპყრობილი ამ სენით. ხან ვკამათობდით, ხან ვეთანხმებოდით ერთმანეთს… ყოველ შემთხვევაში, შევეცადე მისთვის ადამიანურად ამეხსნა ეს ყველაფერი.

რატომ მოვყევი? იმიტომ, რომ ფეისბუკში გაკეთებულ ერთად აღებულ, თქვენს სიაფანდ და არასწორ დამოკიდებულებას და განცხადებებს მათ მიმართ, აი ეს ჩემი ერთი საუბარი ჯობდა! დიახ ჯობდა. სახლიდან რომ გავიდა, უცებ შემოტრიალდა, ჩამეხუტა და მითხრა: მადლობა თემო.

შეტრიალდა და უხერხულობისგან ლიფტიც არ გამოიძახა, ისე დაეშვა ფეხით სართულებზე.
მე არ ვამბობ, რომ ჩემი საუბრის შემდეგ, ხვალ და ზეგ აღარ მიეკარება იმ საშინელებას, მაგრამ შევეცადე ოდნავ მის სულს შევხებოდი ისე, რომ არ ტკენოდა და დაფიქრებულიყო.

გააკონტროლეთ სიტყვები! მოეფერეთ და დაუდექით მათ გვერდში, რათა ერთიანი ძალისხმევით გამოვიყვანოთ ისინი ამ მდგომარეობიდან. ვერც ციხე, ვერც როზგი, ვერც შეურაცხყოფა, ვერ დაეხმარება მათ.

დავიფიცე: მე ამ ახალგაზრდას გვერდში დავუდგები და ყველაფერს გავაკეთებ მის მომავლის და ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ.

გახსოვდეთ, ისინიც ჩვენი შვილები, ძმები, დები, მამები და ახლობლები არიან და ხელის კვრით ვერაფერს გავხდებით.

თუ ვინმეს არ მოგეწონათ ჩემი სტატუსი და რამე პრეტენზია გაგიჩნდათ, მომწერეთ პირადში და მერე ლაივში გადავინაცვლოთ და იქ აგიხსნით დაწვრილებით ჩემს მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
უამრავი წლების განმავლობაში ვიყავი მაგ სენით დაავადებული და უკვე 10 წელი შესრულდა არც გამიხედავს მაგ საშინელებისკენ და არც აღარასოდეს გავიხედავ. დიახ, მეც ახლობლების სიყვარულმა მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.

ასე რომ, შესაძლებელია ჩვენი სწორი მიდგომით, წამალდამოკიდებულის სიკეთისკენ მოქცევა. რა თქმა უნდა, სწორად დაწერილ კანონებთან ერთად.

გამგები გაიგებს…”