4 აგვისტო, 2018

თამარა თუმანიშვილი – ბალეტის შავი მარგალიტი

თამარა თუმანიშვილი - ბალეტის შავი მარგალიტი ქართველი ბალერინა და მსახიობი თამარა თუმანიშვილი გასული საუკუნის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იყო მსოფლიო ხელოვნებაში.

ულამაზესი ქალბატონის ცხოვრება სავსე იყო მოულოდნელობებით. მისი მშობლები ევგენია თუმანიშვილი და კონსტანტინე ზახაროვი ჩინეთში მიემგზარებოდნენ. გზაში თამარას მამა გარდაიცვალა, დენდამ კი გოგონა მატარებელში გააჩინა და ახალშობილს თავისი გვარი მისცა. ამ პერიოდში ბალერინას დედამ ვლადიმერ ხასიდოვიჩი გაიცნო და პატარა გოგონას მამად გააცნო.

ჩინეთში დედა-შვილმა დიდხანს არ იცხოვრა და ეგვიპტეში წასვლა გადაწყვიტა, თუმცა კაიროში ლტოლვილთა ბანაკში ცოტა ხანს დარჩნენ და პარიზში ჩავიდნენ.

ხელოვნებისადმი ინტერესი გოგონამ პატარაობიდანვე გამოავლინა. 10 წლის ასაკში უკვე სცენაზე იდგა. ამ პერიოდში ქართველი გოგონა მსოფლიოში ცნობილმა ქორეოგრაფმა ჯორჯ ბალანჩინმა შეამჩნია და მაშინდელ ცნობილ საბალეტო დასში „De Basil Ballet Russes de Monte Carlo“ მიიწვია.

ამ პერიოდიდან დაიწყო თამარა თუმანიშვილის კარიერა, რომელიც ჯორჯ ბალანჩინთან იყო დაკავშირებული. ქორეოგრაფმა სპეციალურად ქართველი ბალერინასთვის შექმნა ახალგაზრდა გოგონას სახე ბალეტში „Cottilon“, რომელიც პარიზის ოპერის სცენაზე დაიდგა. ბალეტებმა „Concurrence“ და „Le Bourgeois“ კი თამარა ნამდვილ ვარსკვლავად აქციეს.

ჯორჯ ბალანჩინმა თამარასთვის დადგმა ბალეტი „ბროლის სასახლე“, რომელიც ასევე დაიდგა პარიზის ოპერის სცენაზე. პარიზის პრესამ ქართველ ბალერინას ბალეტის შავი მარგალიტი შეარქვა. მას ბალეტის ისტორიაში ულამაზესი მოვლენა უწოდეს.

ჯორჯ ბალანჩინის გარდა, თამარა თუმანიშვილი ცნობილი ქორეოგრაფების ლეონოდ მიასინის, სერგეი ლიფარის შთაგონების წყარო გახდა, მისი სასცენო პარტნიორები კი სერგი ლიფარი, ჯორჯ ბალანჩინი, ლეონიდ მიასინი, ვლადიმერ ოუხტომსკი, ჯორჯ ზორიჩი, დევიდ ლიჩინი იყვნენ.

თამარა თუმანიშვილი და დედამისი მამინაცვლის ვლადიმერ ხასიდოვიჩის გვარზე გადავიდნენ და ამერიკის საზღვარი გადაკვეთეს. როდესაც ამერიკის მოქალაქეები გახდნენ და მოქალაქეობაც მიიღეს ჯორჯ ბალანჩინის რჩევით მათ გვარი თუმანიშვილი გადაიკეთეს და მთელი ოჯახი თუმანოვები გახდნენ.

თამარა თუმანიშვილი ცნობილ ამერიკელ პროდიუსერსა და სცენარისტ კეისი რობინსონზე დაქორწინდა, თუმცა მალევე გაშორდა. კეისი რობინსონმა ქართველი ბალერინა გადაიღო ფილმში „დიდების დღეები“, სადაც თამარას პარტნიორობა დებიუტანტმა გრეგორი პეკმა გაუწია.

თამარა თუმანიშვილი - ბალეტის შავი მარგალიტი

ქართველ ბალერინას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ამერიკელი მხატვრის ჯოსეფ კორნელის მუზა თამარა თუმანიშვილი გახდა. უსაზღვროდ შეყვარებული მხატვარი ბალერინას სასიყვარულო წერილებს სწერდა და მათი წერა არც მაშინ შეუწყვეტია, როცა თამარა გათხოვდა. ჯოსეფ კეისის მიერ შექმნილი მანანა თუმანოვას პორტრეტები და წერილები ამერიკის ცნობილ მუზეუმებშია დაცული.

თამარა თუმანიშვილი - ბალეტის შავი მარგალიტი

ჯოსეფ კორნელის გარდა, ქართველი ბალერინას პორტრეტები დახატული აქვთ მხატვრებს ქრისტიან ბერარდს, ხუან მიროს, ვლადიმერ ტრეტჩიკოვს…

თამარა თუმანიშვილმა სიცოცხლის ბოლო წლები საკუთარ სახლში ბევერლი-ჰილსზე გაატარა. ის 77 წლის ასაკში ქალაქ სანტა-მონიკაში გარდაიცვალა. ბალერინა დედასთან ევგენია თუმანიშვილთან ერთად ლოს-ანჯელესის სასაფლაოზეა დაკრძალული.

ანდერძის თანახმად, თამარა თუმანიშვილის ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა.

თამარა თუმანიშვილი - ბალეტის შავი მარგალიტი