12 აგვისტო, 2018

სერგო ფარაჯანოვის მთავარი დანაშაული

– მე ბავშვობაში გარდავიცვალე, – წერდა რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი. ალბათ ამიტომაც იყო, რომ თავისი ერთ-ერთი ბოლო გადაღება საკუთარ სახლში მოაწყო და ალეგორიული დაკრძალვის სცენებიც გაითამაშა ფილმისთვის „აღსარება“. სამწუხაროდ, ამ ფილმის დასრულება რეჟისორმა ვეღარ მოასწრო.

– ჩემი ერთადერთი ბრალი, ის არის, რომ დავიბადე. მერე დავინახე ღრუბელი, ლამაზი დედა, მთები, ტაძარი, ცისარტყელას ნათება და ყველაფერი ეს ჩემი ბავშვობის აივნიდან! და ამ ყველაფრისთვის – გადახდა მომიწია,“ – ასე მიაჩნდა რეჟისორს, რომელმაც მართლაც საკმაოდ მძიმე ცხოვრება გაიარა.