16 აგვისტო, 2018

სანდრო ნებიერიძე: “ძალიან სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ!”

სანდრო ნებიერიძე: "ძალიან სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ!"სანდრო ნებიერიძე ახალგაზრდა კომპოზიტორი და პიანისტია. იგი არაერთი საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის გამარჯვებულია.

სანდრო სექტემბერში შვეიცარიაში მიიწვიეს, სადაც ვილა სენარში სერგეი რახმანინოვის სახლში მისსავე როიალზე დაუკრავს:

“ძალიან სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ! რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ შვეიცარიიდან და მაცნობეს, რომ სექტემბერში მიწვეული ვარ მცირე სოლო კონცერტით ვილა სენარში, დიდი კომპოზიტორის და პიანისტის სერგეი რახმანინოვის სახლში, სადაც მის საკუთარ როიალზე შევასრულებ მისსავე ნაწარმოებებს…

ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, ასეთი პატივი არც თუ ისე ბევრ ქართველ (და არამარტო ქართველ) მუსიკოსს ღირსებია!”