12 აგვისტო, 2018

ყოველდღიურად საკითხავი დავით აღმაშენებლისგან

ყოველდღიურად საკითხავი დავით აღმაშენებლისგანმეფე დავით მეოთხეს მადლიერმა ქართველებმა აღმაშენებელი უწოდეს და ეს სახელი მან სრულიად სამართლიანად დაიმსახურა.

16 წლის ასაკში გამეფებულმა დავითმა შეძლო და საქართველო გააძლიერა და გააერთიანა.

“არტინფო” გთავაზობთ ნაწყვეტს დავით მეფის თათბირიდან, რომელიც 9 სოფლის თავკაცთან გამართა:

“მე, მეფე თქვენი არცერთ თქვენგანზე მეტად არა ვარ პატრონი საქართველოისა, და თქვენც ქართველნი ვაჟკაცნი, ჩემს წინაშე მსხდომნი, არცერთი არა ხართ ნაკლებად ვალდებულნი ერისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მე. ქვეყანა უპატრონოდ არის დაგდებული, წავიდეთ და ერთად ვუპატრონოთ.

– მერე თურქნი, მეფეო?

– ერთად დავხვდეთ და გავყაროთ.

– ისინი ძლიერნი არიან, მეფეო, და ჩვენ სუსტნი.

– თუ იმათ მოსულთ, ჩვენი მიწის გულისთვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული?!”