9 აგვისტო, 2018

ქართული ეროვნული კოსტუმისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა დუბლინის ციხესიმაგრეში

ქართული ეროვნული კოსტუმისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა დუბლინის ციხესიმაგრეშისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, დუბლინის ციხესიმაგრეში ქართული ეროვნული კოსტუმისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა გაიმართა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური კოლექცია.

ამავე გამოფენას მიეძღვნა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ინგლისური კატალოგი, რომელშიც ხელოვნების სასახლეში დაცული ქართული კოსტუმების საუკეთესო ნიმუშები შევიდა.

ქართულმა ეროვნულმა კოსტიუმმა ირლანდიელთა დიდი ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. ეს ქართული ხელოვნების კიდევ ერთი გამარჯვებაა.”

ქართული ეროვნული კოსტუმისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა დუბლინის ციხესიმაგრეში

ქართული ეროვნული კოსტუმისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა დუბლინის ციხესიმაგრეში