17 აგვისტო, 2018

პეტრე კოლხი: “ზუზუ ცოცხალი რომ იყოს, ამას არასდროს გავაკეთებდი…”

პეტრე კოლხი: "ზუზუ ცოცხალი რომ იყოს, ამას არასდროს გავაკეთებდი..."მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებას მისი მეგობრები ეხმაურებიან. პეტრე კოლხი ზუზუსთან დაკავშირებით, ძალიან სიმბოლურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვეხება და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს:

“ზუზუ ცოცხალი რომ იყოს, ამას არასდროს გავაკეთებდი… ახლა რა აზრი აქვს?! კი, ძალიან დიდი აზრი აქვს, რადგან ჩვენ გარშემო უამრავი ზუზუა… მომავალში მაინც რომ არ დავუშვათ იგივე შეცდომა, ამისთვის ვაკეთებთ…

თუ ადამიანს ძალიან უჭირს, თხოვნის და ვედრების გარეშეც შეიძლება ხელი გავუწოდოთ… აუცილებელია, მიწაზე იფორთხოს და ისე შეგვეხვეწოს პური მაჭამეო?!

სვეტსკებო, სინამდვილეში ყველაზე გოიმებო, ვინც ყველაზე მეტს ხუმრობს და სიცილით კვდება, მას ყველაზე მეტად უჭირს… ეკრანზე და წვეულებებზე გამოჩენა არ ნიშნავს აწყობილ ფსიქიკას და ცხოვრებას… თვითმკვლელობა სოციუმიდან მოდის… მასში ყველა ჩვენგანი ვიღებთ მონაწილეობას… ახლა ღვარეთ ნიანგის ცრემლები…

არ იცოდით, რომ ზუზუს ღიმილის უკან პიროვნული ტრაგიზმიც იმალებოდა?! მას ადამიანური ნუგეში სჭირდებოდა ყველაზე მეტად… გულგრილობამ მიიყვანა აქამდე…

მაშინ ვუშველე, მაგრამ საბოლოოდ ვეღარ… შველა ვეღარ შევძელი(თ).”