მომღერალი ნინი წიკლაური საცხოვრებლად საქართველოდან ამერიკაში გადავიდა. მომღერალი უცხოეთშიც თავის სფეროში მუშაობს და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.
ნინის 8 სექტემბერს განსაკუთრებული მისია აკისრია. მეტროპოლიტენის პავილიონში ნიუ იორკის მოდის კვირეული გაიმართება. მისმა ორგანიზატორებმა არჩევანი ქართველ მომღერალზე შეაჩერეს – მოდის მოყვარული საზოგადოებისთვის ნინი წიკლაური იმღერებს.
