1 აგვისტო, 2018

მოუსმინეთ ბესიკ ხარანაულს

მოუსმინეთ ბესიკ ხარანაულსპოეტი ბესიკ ხარანაული სხვა პოეტებისგან თავისი ორიგინალური რითმებით გამოირჩევა.

სათქმელს პირდაპირ ამბობს, თუმცა სტროფები ისეა განლაგებული, შეუძლებელია კითხვა დაიწყო და მარტივად მოსწყდე.

“არტინფო” გთავაზობთ ბესიკ ხარანაულის ლექსს, რომელიც ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს ეძღვნება:

“საქართველოში…
თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
ბრბოში, ქუჩაში, მეტროში, რას ვნახავ მე
მშვენიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
უბედურება რომ კონავს, ყველას, მაძღარს და
მშიერსო,
საქართველოში, თბილისში, დღეს, ახლა,
ამწამიერსო,
რაღაცა სახე დავლანდე, ვამსგავსე მე შენმიერსო,
და
სუნთქვამ ამოიყოლა, ნუთუ შენ აქ ხარ, იესო…”