3 აგვისტო, 2018

მაქმანიანი ბიჭუნა საქართველოდან GOOGLE-შია

მაქმანებიანი ბიჭუნას პორტრეტი ხელოვნების სასახლემ შეისყიდახელოვნების სასახლის კიდევ ერთი ექსპონატი “მაქმანიანი ბიჭუნა” GOOGLE-ში განთავსდა.

ინფორმაცია ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა:

როცა ვიყიდეთ, ვერც კი წარმომედგინა, რომ გუგლის შედევრებს შორის გაჩნდებოდა. არადა, უკვე ამ დიდი ინსტიტუტის წევრია, გუგლელებმა ფრიად მოიწონეს.

მისი ნახვის შემდეგ გირჩევენ, რომ ტროპინინის პორტრეტი იხილოთ. მსოფლიო შედევრებს შორის მისი მეწყვილე ტრეტიაკოვის გალერეაში დაცული ზემოსენებული ტილო აღმოჩნდა, არადა სულ ცოტა რომ დაგვეგვიანა, ეს ნახატიც რუსეთის ცნობილი ზემოხსენებული გალერეის საკუთრება გახდებოდა.

დღეიდან ნახატის ხილვა ჩვენი მუზეუმის გარდა, გუგლის კულტურული ინსტიტუტის გვერდზეც შეგიძლიათ, თანაც ისე, როგორც ეს მხოლოდ გუგლშია შესაძლებელი – ყველაზე დიდი მიახლოებით და, აქედან გამომდინარე, ყველაზე უხილავის ნახვით.”