ლიტველი ჟურნალისტი იოზას ჟიტკაუსკასი: “ქართული გალობა ყველაზე ღვთიურია დედამიწაზე”

ლიტველი ჟურნალისტი იოზას ჟიტკაუსკასი: "ქართული გალობა ყველაზე ღვთიურია დედამიწაზე" ლიტველი ჟურნალისტი იოზას ჟიტკაუსკასი ქართული სიმღერით და გალობით ისე მოიხიბლა, რომ ინატრა სიკვდილის შემდეგ ღმერთთან მოხვედრა და ისეთი ადგილის მოძებნა, სადაც დაუსრულებლად შეეძლება ქართული გალობის და სიმღერის მოსმენა.

ვანიკო გალუაშვილი, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი:

“ჩვენი კონცერტის მერე, ბანკეტზე ძალიან ცნობილმა ლიეტუელმა ჟურნალისტმა იოზას ჟიტკაუსკასმა ესეთი რაღაც თქვა: მე რომ მოვკვდები, მინდა რომ ღმერთთან მოვხვდე და თუ ღმერთთან მოვხვდი, აუცილებლად მოვძებნი ადგილს, სადაც იქნებიან ქართველები, რათა დაუსრულებლად ვუსმინო ქართულ გალობას და ქართულ სიმღერას, რომელიც ყველაზე ღვთიურია დედამიწაზეო…

სიამაყისგან ცრემლები წამოგვივიდა… გაუმარჯოს ყველაზე ღვთიურ ქართულ მუსიკას და გაუმარჯოს საქართველოს!”