28 აგვისტო, 2018

ლევან ხურციას მიმართვა ქართველებს

ლევან ხურციას მიმართვა ქართველებსრუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია თავის თანამემამულეებს მიმართავს და მეტი დაფიქრებისკენ მოუწოდებს:

“ჩემო ძვირფასო ქართველო! როდის არ იქნები ორად და სამად გახლეჩილი? როდის არ იქნები ”ვინმისტი” და იქნები მშობლისტი, ოჯახისტი, ქვეყნისტი? როდის მიხვდები, რომ არ გაქვს უფლება გაანადგურო ეს მიწა…? როდის მიხვდები, რომ შენ უნდა იმუშაო შენს მიწაზე და არა სხვამ? როდის მიხვდები რომ არის “კაცი” და არის “ქალი” და სხვა ყველა გაგება არის სერიოზული გადახრა და მანკიერება, რომ უბრალოდ ბუნების კანონს (მდედრი და მამრი) ეწინააღმდეგება?

როდის მიხვდები, რომ შურით გაბოროტებული არ იყო და შენც ხელი გაანძრიო? როდის გაიგებ, რომ მთავრობა ვერასოდეს გიშველის, თუ შენ არ ისწავლე კანონის, მორალის, შენი ქვეყნის და უბრალოდ ერთმანეთის პატივისცემა?

როდის მიხვდები, რომ პირჯვარს ამოფარებული სხვისკენ თითს არ იშვერდე და ბოროტების შეგეშინდეს? როდის გადაეჩვევი ღალატს და ცილისწამებას? როდის მიხვდები, რომ ვერ განვითარდები, თუ წარსულს და შენს ფესვებს დაივიწყებ? და როდის მიხვდები, რომ ფარისევლობა და “ვაზელინი” დღეს გაგახარებს, მაგრამ ხვალ გაგანადგურებს უკიდეგანოდ?!

ქართველო – შენ ქრისტიანი ხარ, ხომ გახსოვს? ჰოდა, მე – შენნაირ ქართველს – ძალიან მიყვარხარ… და გილოცავ მარიამობას. ღვთისმშობლის მადლი და ძალა ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს მეგობრებო! ბედნიერ დღეს გისურვებთ!”