1 აგვისტო, 2018

ხმა მიეცით ვაჟა მანიას!

ხმა მიეცით ვაჟა მანიასმომღერალი ვაჟა მანია ამერიკაში SARAH VAUGHAN INTERNATIONAL JAZZ VOCAL-ის კონკურსში მონაწილეობს, სადაც კონკურსანტებს ერთდროულად რამდენიმე სიმღერის წარდგენა შეუძლიათ. კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის მომღერლები მონაწილეობენ. ორგანიზატორების გადაწყვეტილებითვ, საუკეთესოსთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ვაჟა მანია:

“მინდა შეგახსენოთ რომ ხმის მიცემის ამოწურვამდე დარჩა სულ რაღაც 36 დღე, სურვილისამებრ შეგიძლიათ ლინკზე გადახვიდეთ დარეგისტრირდეთ თქვენი პირადი facebook გვერდით და მისცეთ ხმა ჩემს მიერ შესრულებულ სიმღერებს.

თქვენი ერთი ხმა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმატება იქნება ამერიკაში რომელსაც აუცილებლად ძალიან დიდში გადავზრდი ჩემი კარიერის და ქვეყნის სასიკეთოდ!!!

ხიდს ერთი ადამიანი ვერასოდეს ვერ ააშენებს მაგრამ ერთ ადამიანს შეუძლია ნახაზი შექმნას ისეთი რომ ისტორიას დარჩეს…”