1 აგვისტო, 2018

ია ტომაში გაქურდეს

ია ტომაში გაქურდეს“იქს ფაქტორის” მონაწილე ია ტომაში გაქურდეს. მომღერალი ქურდების სამიზნე რამდენჯერმე გახდა.

ინფორმაცია ამის შესახებ იამ თავად გაავრცელა:

“ჯერ იყო და სანაპიროზე საფულე და ოქროს ჯვარი გამტაცეს. ბევრი ერთნაირი შემთხვევის გამო, ვიფიქრე, საერთო ძარცვაა-თქო და უამრავი განცხადების მიუხედავად, ვერ იპოვნა პოლიციამ.

ახლა მოპედიც მომპარეს, ცოტა ხანში კორპუსის უკან ვიპოვეთ დალეწილი…

ნუ გაგიხარდებათ, ნერვები არ მომშლია. მე კიდევ ათას მოპედს მოვიგებ და ათიათასს ვიყიდი.

უბრალოდ კითხვა მაქვს: – რამ გაგაბოროტათ ასე?”