9 აგვისტო, 2018

გურამ საღარაძის მთავარი სატკივარი

გურამ საღარაძის მთავარი სატკივარი მსახიობი გურამ საღარაძე მაყურებელს არასდროს აგრძნობინებდა თავის პრობლემებს, პირიქით, მათთვის ყოველთვის დაუვიწყარ როლებს თამაშობდა, საინტერესო ისტორიებს ყვებოდა, ლექსებს მხატვრულად უკითხავდა…

ყველაზე დიდი ტკივილი მისთვის საყვარელი მეუღლის ტატიანა ბუხბინდერის გარდაცვალება იყო, რომელსაც წლების შემდეგაც ვერ შეეგუა:

“ხომ ამბობენ, რომ დრო მკურნალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობს. უბრალოდ, ყოველდღიურობა გაჩვევს ამ ტკივილს, თორემ ამისგან ვერასოდეს განიკურნები. თავსაც ვერ მოიკლავ…

სასაფლაოზე რომ ვარ და მის საფლავს ვუყურებ, ხომ არ გგონიათ ავღელდე, ემოცია გამოვხატო… არა… საფლავი უცხოა ჩემთვის.“