7 აგვისტო, 2018

გუნდის ეკლესია უპატრონობით ინგრევა!

გუნდის ეკლესია უპატრონობით ინგრევა!ნილაში, შალოშეთის ქედზე სანახევროდ დამშრალი ტბის პირას მდგარი ორიგინალურად ნაგები მე-9 საუკუნით დათარიღებული გუნდის ეკლესია უპატრონობით ინგრევა!

ინფორმაციას ფოტოხელოვანი კუკური მეტრეველი ავრცელებს:

“დიდი ხანია დასავლეთის მინაშენის თაღის ნაწილი ჩამოქცეული იყო. ამ დღეებში კიდევ ერთი დიდი ნაწილი ჩამოსტყდა და თაღის ნახევარი ერთ ქვაზეა დროებით დაკიდებული, რომელიც ძლიერ წვიმაში სულ ადვილად გამოეცლება და მთლიანად ჩამოიქცევა!

ვიცით ძეგლთა დაცვას ასეთი “პაწია” ტაძრებისთვის არ სცალია, მაგრამ თქვე ოჯახაშენებულებო, ხომ შეიძლებოდა ამ ტაძრის აღდგენის თუნდაც მხოლოდ პროექტის სახელმწიფოს ხარჯზე (თქვენი ჯიბეებიდან კი არა) დროულად მომზადება?!

ხომ ითხოვეს ადგილობრივმა ეკლესიის მშენებლობაში დახელოვნებულმა ახალგაზრდებმა ნებართვა და თავისი სახსრებით მისი დროულად აღდგენა-გადარჩენა?! რატომ არ დართეთ ნება?!.. რას ელოდებით, ვიდრე ბოლომდე არ ჩამოიქცევა და არ დასჭირდება თავიდან აშენება, “ცინკის” სახურავის ქვეშ მოქცევა?!…

ინგრევა გუნდის ნამოსახლარზევე მდებარე მომცრო მიწისქვეშა ეკლესიაც, რომელში შეღწევაც ალბათ მხოლოდ დარნებიდან შეიძლებოდა და შეხიზნული მოსახლეობის სალოცავად გამოიყენებოდა.”

გუნდის ეკლესია უპატრონობით ინგრევა!

გუნდის ეკლესია უპატრონობით ინგრევა!