გოდერძი ჩოხელი მთის დაცარიელებას ყოველთვის გულისტკივილით ხვდებოდა და თვითონაც არაერთხელ გასჩენია საყვარელ ჩოხში დაბრუნების სურვილი:
“ნასახლარი ბევრი მინახავს, განსაკუთრებით მთაში. დავმჯდარვარ რომელიმე სახლის ჩამოტეხილ თავიხეზე და სიჩუმისათვის მომისმენია. თითქოს მღერის მიტოვებული სახლი. არ ემღერება, მაგრამ გულში მაინცა მღერის. ეს სიმღერა სიმარტოვის სიმღერაა, ანდა მოლოდინის. ჰო, ჰო, უფრო, მოლოდინის. მიტოვებული სახლი ხომ ქმრისგან მიტოვებულ ქალსა ჰგავს, ჩამოღამებულ, ხელ-მხარჩამოყრილ დარდიან ქალს, რომ არ ეკადრებოდა და მაინც მიატოვეს.”