7 აგვისტო, 2018

გიშის საეპისკოპოსო ტაძრის ისტორიას აყალბებენ

გიშის საეპისკოპოსო ტაძრის ისტორიას აყალბებენგიშის საეპისკოპოსო ტაძარი აზერბაიჯანში მდებარეობს. ეკლესია ალბანური წარმომავლობის ძეგლადაა შერაცხული და ამჟამად იქ მუზეუმი მოქმედებს.

გიშის საეპისკოპოსო ტაძარში ჩასული თემო სუყაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ადგილობრივი გიდები ისტორიას აყალბებენ:

“გიშის საეპისკოპოსო ტაძარი მოვინახულეთ. ამ ტაძარს ოდითგანვე უდიდესი დატვირთვა ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოს განაპირა მხარეში. სწორედ აქედან ვრცელდებოდა ქრისტიანობა ჩრდილოეთ კავკასიაში.

დღეს ალბანური წარმომავლობის ძეგლადაა შერაცხული და მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. მუზეუმში შესვლა 2 აზერბაიჯანული მანათი ღირს.

მუზეუმის ეზოში უამრავი ტაძრის მაკეტია. უმრავლესობა კახის რაიონის ტერიტორიაზეა. ყველა მათგანს ალბანური ძეგლის სტატუსი აქვს…

გიშის საეპისკოპოსო ტაძრის ისტორიას აყალბებენ

შიგნით ადგილობრივი გიდი გამწარებული ხსნიდა ეკლესიის ისტორიას. ბაქოელი სტუმრები ჰყავდა. “მეხუთე საუკუნის მერე აქ შეწყდა ქრისტიანული ღვთისმსახურებაო,” – ღაღადებს.

მამაჩემს გადავულაპარაკე თვალსა და ხელს შუა გვატყუებს-მეთქი. რამდენიმე ინტრიგნული შეკითხვა დავუსვი. დაიბნა. ქართული წარწერები არ არისო. გუმბათზე ჯვარი რომ არის, ეგ ნამდვილი ჯვარი არ არისო, ჰორიზონტის მხარეებს აღნიშნავსო…

გიშის საეპისკოპოსო ტაძრის ისტორიას აყალბებენ

გაჰყვა ტურისტებს. არ მოეწონა ჩემი კითხვები.

არადა წყაროებში ვკითხულობთ: „1310 წელს მცხეთის კათალიკოსმა ექვთიმემ ინახულა საქართველოს განაპირა ეპარქიები და ეკლესიები, მოიარა დაღესტანი, ეპარქია ანწუხისა, ეკლესიები წახურისაკენ, ხუნძახისაკენ, ნახჩიასაკენ და სხვაგან, და რა ნახა ეკლესიების სიღარიბე წიგნებითა, მაშივნე უბრძანა გიშ-ქურმუხის მთავარ-ეპისკოპოსს, კირილე დონაურს, გადაეწერინებინა სახარება და სხვა წიგნები და წარეგზავნა დაღესტანს.”