Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გიორგი უშიკიშვილის პროტესტი

13 აგვისტო, 2018

გიორგი უშიკიშვილის პროტესტი– მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვაპროტესტებ ასეთი ჯგუფის დაფინანსებას ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებიდან. ასეთი ჯგუფები არ უნდა ფინანსდებოდნენ სახელმწიფოს მიერ! – აცხადებს ანსამბლ “ლაშარის” ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი, რომელიც ფოლკლორული ანსამბლ “ბასიანის” მიერ რუსეთში გამართული კონცერტების წინააღმდეგია:

“კლუბ “ბასიანის” ამბავზე გამახსენდა! სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული (გაურკვეველია რა კრიტერიუმით, რატომ ის და რატომ სხვა არა) ფოლკლორული ანსამბლი “ბასიანი” (აქვე აღსანიშნავია რომ მისი ხელმძღვანელი პარალელურად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორია) რუსეთში რომ დადის და კონცერტებს მართავს ეს არ არის საყურადღებო?

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვაპროტესტებ ასეთი ჯგუფის დაფინანსებას ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებიდან. ასეთი ჯგუფები არ უნდა ფინანსდებოდნენ სახელმწიფოს მიერ!

თუ კერძო სექტორზე ვაპროტესტებთ, მით უმეტეს, გასაპროტესტებელია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კოლექტივების კონცერტები რუსეთში! უბრალოდ სამარცხვინო საქციელია!”

გიორგი უშიკიშვილის პროტესტი

გიორგი უშიკიშვილის პროტესტი

გიორგი უშიკიშვილის პროტესტი