6 აგვისტო, 2018

გიორგი კალანდია: “დაოკდით!”

გიორგი კალანდია: "დაოკდით!"– კომპიუტერის კლავიატურებთან მიმჯდარი კრიტიკოსების გასაგონად მინდა ვიკითხო – გინახავთ ოდესმე ვეფხისტყაოსნის ორიგინალი მინიატურები და ილუსტრაციები? – კითხულობს ისტორიკოსი გიორგი კალანდია ურა პატრიოტებს უწოდებს ყველას, ვინც გერმანულად თარგმნილი ვეფხისტყაოსანის ილუსტრაციები გააკრიტიკა:

“მორიგი ურა პატრიოტიზმის ტალღა მოჰყვა წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ დაფინანსებული და გამოცემული ვეფხისტყაოსნის გერმანულ თარგმანს!

შესანიშნავი საქმე გაკეთდა, მავანს კი სურს ეს კეთილი შედეგი გააბაიბუროს, იღლიცინოს და სხვისი შრომა დაამციროს!

კომპიუტერის კლავიატურებთან მიმჯდარი კრიტიკოსების გასაგონად მინდა ვიკითხო – გინახავთ ოდესმე ვეფხისტყაოსნის ორიგინალი მინიატურები და ილუსტრაციები?

იცით, რომ ძველს ხელნაწერებში ჩვენთვის საყვარელი: ავთანდილი, ტარიელი, ნესტან დარეჯანი თუ როსტევანი არაბებს, თურქებს, ინდოელებს ჰგვანან, ახურავთ ჩალმები, მოსავთ სპარსული ხალათები, თმა კი ხშირად მონღოლურ ყაიდაზე შეუკრეჭიათ.

დიახ, ქართველთა ეს გენიალური ნაწარმოები ყოველთვის პასუხობდა ეპოქის მოთხოვნებს, გემოვნებას, შესაბამის პერიოდში დამკვიდრებულ მოდასა და ყოფას, სწორედ ამიტომაც მამუკა თავაქალაშვილის მიერ დახატულ გმირებს ოსმალური ჩალმები და სპარსული ხალათები აცვიათ, წერეთლისეული ვეფხიტყაოსნის სიუჟეტები კი აუცილებლად გაგახსნებთ მონღოლთა და სეფიანთა პერიოდის შესანიშნავ მინიატურებს!

ძვირფასო ურა პატრიოტებო, ყაბალახიანი, მხარბეჭიანი, მოხდენილი და მიმზიდველი ვეფხისტყაოსნის გმირები საბჭოთა საქართველოს მხატვრობამ მოიტანა, ესეც ლოგიკურია სწორედ ამ პერიოდში გამოვიდნენ ასპარეზზე ისეთი გენიალური მხატვრები როგორებიც იყვნენ სერგო ქობულაძე, მოსე თოიძე, სხვანი და სხვანი…

დღეს სხვა დროა, სხვა ეპოქაა, ციფრული ხანაა, დიახ, ამიტომაც სულ არ გამიკვიდება დღეს თუ ვეფხისტყაოსნის გმირები ჰოლივუდის ვარსკლავებს დაემსგავსებიან!

„შექსპირი ცოცხალია“ – ასე იზეიმეს დიდმა ბრიტანელებმა გენიალური მოაზროვნის იუბილე, შექსპირის გმირები ხან სკეიდბორზე იდგენენ, ხან დახეული ჯინსებით მოჩანდნენ მასიურებზე და წიგნის ყდებზე!

დიახ, “რუსთაველიც ცოცხალია!” ის ყოველთვის სახალხო პოეტი იყო, არასოდეს იდგა კვარცხლბეკზე, ჩვეულებრივმა ხალხმა მოიტანა ბაგიდან ბაგეზე გადაძახილით. ასე რომ დაოკდით, მიეცით თანამედროვე ხელოვნებას განვითარების საშუალება, ნუ გინდათ ეს ქვეყანა მუზეუმად აქციოთ, (არადა მუზეუმებში ქართველთა უმცირესი ნაწილი დადის, სტატისტიკურად მუზეუმების დათვალიერებით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ბოლო ადგილასაა), პირიქით მუზეუმებში იარეთ და ნახეთ ვეფხისტყაოსნის ნამდვილი წარსული, მისადმი მიძღვნილი ხელოვნების საინტერესო გზა.

მათთვის ვისაც ახალი ილუსტრაციები არ მოსწონს – ვეფხისტყაოსნის უძველეს მინიატურებს ვაქვეყნებ, კარგად გადახედეთ, ძვირფასებო, წარსულს და მერე აკრიტიკეთ თანამედროვეობა. წიგნის ეროვნულ ცენტრს კი ვულოცავ ამ შესანიშნავ წიგნს! ერთი თხოვნა მაქვს მუზეუმის ბიბლიოთეკისთვის გამომიგზავნეთ ეს საეტაპო გამოცემა.”

გიორგი კალანდია: "დაოკდით!"

გიორგი კალანდია: "დაოკდით!"

გიორგი კალანდია: "დაოკდით!"

გიორგი კალანდია: "დაოკდით!"

გიორგი კალანდია: "დაოკდით!"

გიორგი კალანდია: "დაოკდით!"

გიორგი კალანდია: "დაოკდით!"