29 აგვისტო, 2018

“ღამის სერენადები” „ტანგოს საღამოს“ უმასპინძლებს

"ღამის სერენადები" „ტანგოს საღამოს“ უმასპინძლებსმეათე საიუბილეო ფესტივალი “ღამის სერენადები” 29 აგვისტოს მესამე კონცერტს გამართავს.

„ტანგოს საღამო“ – ასე ეწოდება პროექტს, რომლის ავტორიც მევიოლინე გია იაშვილია.

სასტუმრო შერატონ ბათუმში აჟღერდება პიაცოლას, დი მარინოს, ბაკალოვის, მორიკონეს და ნელეგატის ნაწარმოებები.

ტანგოს საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მევიოლინე გია იაშვილი, ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი, გიტარისტი სოფია ბოროსი და კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.