3 აგვისტო, 2018

დავით აღმაშენებლის ეს ძეგლი დაიდგას ბათუმის ცენტრში!

დავით აღმაშენებლის ეს ძეგლი დაიდგას ბათუმის ცენტრში!ბოლო პერიოდში ქართული საზოგადოება მოთიხოვს ბათუმის ცენტრში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგას.

მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილმა დავით მეოთხეს ხმლის ნაცვლად ხელში წიგნი დააჭერინა:

“გააზიაროს, ვისაც სურს, რომ დავით აღმაშენებლის ეს დიდებული ძეგლი დაიდგას ბათუმის ცენტრში. იქ, სადაც მეჩეთის აშენება სურთ შიდა და გარე მტრებს. აბა, ვნახოთ რამდენი ვართ.

ეს ძეგლი ორიგინალური და ბრწყინვალე სწორედ იმით არის, რომ ხმლის ნაცვლად ხელში პერგამენტის წიგნი უჭირავს,” – ასეთი მოწოდება ვრცელდება ინტერნეტში.

სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია:

“1. საქართველოში 311 მოქმედი მეჩეთია და 398 677 მუსლიმი ცხოვრობს. ხოლო თურქეთში 1 000 000-მდე ქრისტიანი ცხოვრობს და არცერთი მოქმედი ეკლესია არ დგას. ტაო-კლარჯეთში მდებარე ეკლესიები გავერანებულია. მხოლოდ ოშკს და იშხანს უტარდება ამჟამად რესტავრაცია.

2. არ არის საჭიროება მეჩეთი კიდევ აიგოს ბათუმში. იყო აქტიური მცდელობა აზიზიეს უზარმაზარი ჯამე აგებულიყო ბათუმის ცენტრში. საბედნიეროდ, არ აშენდა, თორემ კიდევ ერთი მოლის რუპორში ლოცვა გააყრუებდა დღეში რამდენჯერმე ქალაქს, სადაც თავს საქართველოში რომ ხარ, ვერ გრძნობ და შემზარავი განცდა გეუფლება.

3. რა მიზნით უნდა მოიყვანოს მაგალითად გონიერმა ადამიანმა ის, რომ ჩვენი ტოლერანტი მეფე დავითი ჯამეში დადიოდაო. მერე რა რომ დადიოდა, ეს ფაქტი ჩემს პოზიციას ოდნავაც არ ეწინააღმდეგება. რაც შეეხება ირანელთა ოჯახების ჩამოსახლებას საქართველოში, ეს იყო გონივრული ქმედება, ის ყივჩაღები გაქართველდნენ და გაქრისტიანდნენ, ჩვენს ერში აითქვიფნენ, ეს მიზანი ჰქონდა დავითს, ეს იყო მისი გეგმა. არათუ მათ ჩვენ გადავეყვანეთ თავიანთ აღმსარებლობაზე და ცხოვრების წესზე.

4. ურაპატრიოტიზმი კი არა, ეს არის საკითხისადმი ფრთხილი დამოკიდებულება და გათურქების პოლიტიკისადმი შეწინააღმდეგება, ბოლო-ბოლო უთავმოყვარეო ერად ხომ არ უნდა ვიქცეთ, ჩვენც გაგვაჩნია საჭირო პრინციპები.”

დავით აღმაშენებლის ეს ძეგლი დაიდგას ბათუმის ცენტრში!