12 აგვისტო, 2018

დავეხმაროთ გიორგი ღარიბაშვილს თავისი სიტყვა თქვას ჰოლივუდში

დავეხმაროთ გიორგი ღარიბაშვილს თავისი სიტყვა თქვას ჰოლივუდშიგიორგი ღარიბაშვილი მსახიობია. ის სცენაზე ბავშვობიდან დგას. ახლა ჰოლივუდში სტელლა ადლერის აკადემიაში სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობს, სადაც განათლების მიღება დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

გიორგის დედა ლელა ხარატი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:

“გიორგი ღარიბაშვილი ბავშვობიდან იდგა სცენაზე. შემდეგ იყო თეატრალური უნივერსიტეტი სადაც ჩაირიცხა 100-%-იანი დაფინანსებით რეჟისორ გიზო ჟორდანიას ჯგუფში.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ამერიკაში, ჰოლივუდში სტელლა ადლერის აკადემიაში სამსახიობო ფაკულტეტზე. ამერიკის აკადემიამ დააფინანსა 14 000 $-ით. თუმცა ეს ნაწილი იყო სწავლის საფასურის და რადგან საქართველოს არც ერთმა სამინისტრომ ჩვენს თხოვნაზე რეაგირება არ მოახდინა, გავყიდეთ ბინა, ასევე შეძლებისდაგვარად დაგვეხმარა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია და გიორგიმ გააგრძელა სწავლა ჰოლივუდში.

რადგან ამერიკის აკადემიის შიდაგანაწესის მიხედვით, მას მუშაობის უფლება არა აქვს, აქედან მიწევს ყოველდღიური არსებობისა და საცხოვრებელი ბინის საფასურის გაგზავნა.

გიორგიმ უკვე გაიარა ურთულესი სასწავლო გზის წელიწადი და შვიდი თვე. სწავლის დამთავრებამდე დარჩა წელიწადი და ორი თვე და გადასახდელი 20 000 $, რისი საშუალებაც უკვე აღარ გვაქვს.

წარმოიდგინეთ დედის მდგომარეობა – შვილი დახმარებას გთხოვს და ვერ ეხმარები. იმედად თქვენ დამრჩით, ჩემო მეგობრებო და საზოგადოებავ. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ გიორგის. იქნებ თქვენი თანადგომით შეძლოს სწავლის დასრულება და თავისი სიტყვა თქვას ჰოლივუდში.

დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

თიბისი ბანკი
მიმღები გიორგი ღარიბაშვილი, პ/ნ 01005041650, დაბ. თარიღი: 09/02/1994.
ლარის ანგ. რეკვიზიტები: GE98 TB70 5373 6515 1000 02;
დოლარის ანგ. რეკვიზიტები: GE90 TB70 5373 6110 1000 23.

ან დედის ანგარიშზე:
მიმღები ლელა ხარატი, პ/ნ 01024001601, დაბ. თარიღი: 22/07/1963.
ლარის ანგ. რეკვიზიტები: GE83 TB77 2553 6010 1000 08;
დოლარის ანგ. რეკვიზიტები: GE80 TB70 0725 5366 1000 14.

მადლობას გიხდით თანადგომისთვის.