11 აგვისტო, 2018

ბუბა კიკაბიძის საპატიო სტუმარი სკანდალის მიზეზია

ბუბა კიკაბიძის საპატიო სტუმარი სკანდალის მიზეზიაბუბა კიკაბიძე 80 წლის იუბილეს ტრადიციულად ბათუმში კონცერტებით აღნიშნავს. მის საიუბილეო საღამოებში მონაწილეობენ ნანი ბრეგვაძე, თამარ გვერდწითელი, ვალერი მელაძე, ემინ აგალაროვი, ეკა მამალაძე და ლიზა ბაგრატიონი.

კონცერტის სპეციალური სტუმარია ,,ლარისა ივანოვნას“ როლის შემსრულებელი ელენა პროკლოვა. სწორედ ელენა პროკლოვას საქართველოში მოწვევა გახდა სკანდალის მიზეზი.

ქეთი ინასარიძე:

“ეს ცხოველების მკვლელი ქალი ჩამოჰყავთ საპატიო სტუმრად ბუბა კიკაბიძის საიუბილეო კონცერტზე ბათუმში 18-19 აგვისტოს. მიუღებელია ცხოველთა დამცველებისათვის და მგონი, ვისაც ბუნება უყვარს ამ ადამიანის საქციელი. განა საპატიო სტუმრის სტატუსით უნდა სარგებლობდეს ასეთი ადამიანი?”