5 აგვისტო, 2018

აჭარის ხალხური შემოქმედების სკოლის დირექტორი თანამდებობიდან მოხსნეს

აჭარის ხალხური შემოქმედების სკოლის დირექტორი თანამდებობიდან მოხსნესანსამბლ “ლაშარის” ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აჭარის ხალხური შემოქმედების სკოლის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს:

“ბათუმიდან მაცნობეს, რომ სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ აჭარის ხალხური შემოქმედების სკოლის დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ არის სასიამოვნო ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება, მიმაჩნია რომ პიროვნება, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან, ეროვნულ საქმეს ხელმძღვანელობს, უნდა იყოს დარგის პროფესიონალი. (გათავისუფლებული დირექტორი ხულოს ყოფილი გამგებელი იყო და არანაირი შეხება არ ჰქონდა ფოლკლორთან).

ძალიან მისახედია სკოლა ყველანიარად (ინფრასტრუქტურა და შემოქმედებითი მხარე) ახალი ენერგიაა საჭირო. იმედია, ახლა მაინც დაინიშნება სკოლის დირექტორად პროფესიონალი, რომელიც მომავალი თაობის აღზრდისთვის საჭირო რეფორმებს განახორციელებს. დაველოდები მათ გადაწყვეტილებას.”