Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

16 აგვისტო, 2018

არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა76 წლის ასაკში სოულის დედოფალი არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა. ის 76 წლის იყო. უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომღერლის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.

მან 45-წლიანი კარიერის განმავლობაში მილიონობით ერთგული მსმენელი გაიჩინა, 18 გრემი მიიღო და 75 მილიონი ალბომი გაყიდა.

75 წლის იუბილეზე მომღერალმა განაცხადა, რომ სცენას ემშვიდობებოდა და დროის უმეტესი ნაწილის გატარება შვილიშვილებთან სურდა.

არეტა ფრანკლინი იყო პირველი მომღერალი ქალი, რომლის სახელიც შეყვანილ იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. მოგვიანებით – გოსპელის დიდების დარბაზში. ჟურნალმა „Rolling Stone“-მა იგი შეიყვანა სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებელი“ და მეორე სიაში – „ყველა დროის 100 უდიდესი მომღერალი“.