7 ივლისი, 2018

“ვწერ მხოლოდ და მხოლოდ მამუკა ჩარკვიანის ნებართვით”

"ვწერ მხოლოდ და მხოლოდ მამუკა ჩარკვიანის ნებართვით"თაკო ჩარკვიანი თავისი ძმის, მამუკა ჩარკვიანის გულისტკივილს ასაჯაროვებს და მოუწოდებს შესაბამის ადამიანებს, დაიცვან საავტორო უფლებები და ეთიკა:

“რა თქმა უნდა ვწერ, მხოლოდ და მხოლოდ მამუკა ჩარკვიანის ნებართვით – ვუყურებდი ფორტუნას “ოქროს ტალღას”, წლის საუკეთესო სიმღერად დასახელდა მამუკა ჩარკვიანის სიმღერა “შენ რომ დიდი იქნები”, ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე. რომელიც ჯანსუღმა თავის შვილიშვილს ირმა გიგანს დაუწერა.

რატომ ვამბობ ამ ყველაფერს, ახლავე მოგახსენებთ – იმიტომ, რომ ორგანიზატორებმა უნდა გამოაცხადებინონ ლექსის და სიმღერის ავტორი (მით უმეტეს, როცა წლის საუკეთესო სიმღერად სახელდება) და მოსაწვევიც უნდა გაუგზავნონ ცოცხალ კოპმპოზიტორს ორგანიზატორებმა (ვისაც ეს ეხება).

მითხრეს, რომ ეს ეხებოდა თათა სადრაძეს, თამარ ჩიგოგიძეს, (ეს არაპროფესიონალიზმია და ძალიან რბილად, რომ ვთქვათ უხერხული, საავტორო უფლებებზე აღარაფერს ვამბობ).

ეს ყველაფერი შენიშვნის ფორმით, თორემ სახალხოობა და ხალხის სიყვარული ძვირფასებო, ამ პროექტით “ოქროს ტალღით” არ მიუღია არც ლექსის და არც სიმღერის ავტორს.

საავტორო უფლებები დაიცავით თუ შეიძლება და ეთიკა (თუ გაქვთ-გაგაჩნიათ, რა თქმა უნდა).”