3 ივლისი, 2018

უშანგი და ნინიკო ჩხეიძეების საოცარი ამბავი

უშანგი და ნინიკო ჩხეიძეების საოცარი ამბავიუშანგი ჩხეიძის და, მსახიობი ნინიკო ჩხეიძე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მათთან დაკავშირებით პროფესორი გოგა ჩართოლანი საოცარ ამბავს იხსენებს:

“როდესაც უშანგის 100 წლის თავზე ფილმს ვამზადებდი, დილის 5 საათზე მივედით დიდუბის პანთეონში. უშანგი უნდა გადაგვესვენებინა მთაწმინდაზე. ნინიკო და მაია ტატიშვილი იყვნენ. მე და ოპერატორი ლევან აბულაძე ვიღებდით ამ უნიკალურ კადრებს.

საოცრება გააკეთა ნინიკომ. როდესაც გაითხარა საფლავი, დაწვდა უშანგის ძვლებს და კოცნა დაუწყო. ვერ შეაჩერეს იქ მყოფმა სპეციალისტებმა, რომლებიც აფრთხილებდნენ ნინიკოს, ყოვლად დაუშვებელია ამის გაკეთება, აუარებელი ბაქტერიააო. მაგრამ ნინიკო კოცნიდა ძმის ძვლებს, ტიროდა და ამბობდა: ჩემი ძმის ძვლები არას მავნებსო.

ეს უნიკალური კადრები გადაღებული მაქვს. ფილმში, ბუნებრივია, ეს კადრები არ მოხვდა, მაგრამ არქივს და ისტორიას დარჩა.

ახლა უშანგის ყოფილ საფლავში დაიმკვიდრებს სამუდამო სასუფეველს…”