უარი ვაჟა ფშაველას “ალუდა ქეთელაურის” ივრითზე თარგმანზე

უარი ვაჟა ფშაველას "ალუდა ქეთელაურის" ივრითზე თარგმანზევაჟა ფშაველას “ალუდა ქეთელაური” მწერლისა და პოეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოემაა.

მწერალი მანანა დუმბაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ვაჟა ფშაველას “ალუდა ქეთელაურის” ივრითზე თარგმანზე უარი განაცხადა:

“აღშფოთებული ვარ ვაჟა ფშაველას “ალუდა ქეთელაურის” ივრითზე თარგმნის უარის გამო. თურმე წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს ვაჟას ივრითზე თარგმნა არაპრიორიტეტულად მიუჩნევია, თან დასძენენ, სახსრებიც დაგველიაო.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის, ივრითზე, მთელი ქართული კლასიკიდან, არსებობს მხოლოდ გაპონოვისეული “ვეფხისტყაოსნის” თარგმანი და შემოდგომაზე გამოვა ცენტრის მიერ დაფინანსებული პოეტური კრებული რამდენიმე თანამედროვე ქართველი პოეტის ლექსებით.

სულ ეს არის და ეს. ჰო, ერთ ისრაელურ ლიტ. ჟურნალში დაიბეჭდა ჩემი მოთხრობის თარგმანიც (წიგნის ცენტრის ჩაურევლად, რა თქმა უნდა). ვაჟა ფშაველას კი ბედი არც სიცოცხლეში წყალობდა და ახლაც არ გაუმართლა.”