26 ივლისი, 2018

თინათინ მღვდლიაშვილი: “შემოუერთდით მამულიშვილურ მოთხოვნას!”

თინათიან მღვდლიაშვილი: "შემოუერთდით მამულიშვილურ მოთხოვნას!"პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი მოითხოვს ბათუმის ბულვარს დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭოს და იქვე დაიდგას მისი ძეგლიც:

“შემოუერთდით მამულიშვილურ მოთხოვნას! ქართველი ერი მოითხოვს, რომ ბათუმის ბულვარს ეწოდოს საქართველოს სახელგანთქმული მეფის, დავით აღმაშენებლის სახელი და, იქვე, დაიდგას აღმაშენებლის ძეგლი! ასეთია ქართველი ერის სურვილი და მისი ნების წინააღმდეგ წამსვლელს, სამუდამოდ შეაჩვენებს საქართველოს ისტორია!

ხმა ღვთისა და ხმა ერისა! შემოუერთდით ამ მოთხოვნას, ჩემო მამაცო ქართველებო! დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის მტრის მიერ, დაკარგული – არა, მაგრამ, შელახული ღირსება! შემოგვიერთდით, ძმებო და დებო, საქართველოსთვის თავდადებულო აჭარლებო!.. ჩვენო საამაყო სისხლო და ხორცო!..

დიდი მოწამის, სელიმ ხიმშიაშვილის ანდერძის გამგრძელებლებო!.. გაგახსენებთ მის ისტორიულ შეძახილს, ვიდრე თავს მოკვეთდნენ: “მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი სამუდამოდ ოსმალოს არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ” – სელიმ ხიმშიაშვილი. 1815 წელი, 3 ივლისი.

და კიდევ, არ დაივიწყოთ, რომ მაჰმუდ-ფაშას ბრძანება შეასრულა არტანუჯში მცხოვრებმა სომეხმა სოვდაგარმა რომელმაც 10 ოქროს ფასად, მოჰკვეთა თავი საქართველოსთვის წამებულ გმირს!.. სელიმ ხიმშიაშვილის თავი დაკრძალულია სტამბოლში (კონსტანტინეპოლი), ხოლო მისი ნეშთი აჭარაში, სოფელ ნიგაზეულში. სელიმ ხიმშიაშვილის საფლავზე ხარობს მუხა და ნაძვი. ნაძვი, როგორც საქართველოს მარადიულობის სიმბოლო, ხოლო მუხა – სიძლიერისა და დაუმარცხებლობის სიმბოლო!..

დიდგორის ომში მებრძოლ წმინდა გიორგის შევთხოვოთ დახმარება!.. მისი ძლევამოსილი მახვილით დამარცხებული გვეხილოს ჩვენი სამშობლოს ავის მოსურნენი, ქვეგამხედვარნი, ავად მზერნი და მზვერავნი!

აბა, გავერთიანდეთ, ჩემო ქართველებო! – აჭარლებო, კოლხებო, ლაზებო, იმერლებო, გურულებო, კახელებო, ქართლელებო, რაჭველებო, თუშ-ფშავ-ხევსურებო, მოხევეებო, სვანებო, ჰერებო, აფხაზებო, ლეჩხუმელებო, ჯავახებო, მესხებო, ტაო-კლარჯეთელებო! გავერთიანდეთ საქართველოსთვის!

პ.ს. თქვენც შემოგვიერთდით, საქართველოში მცხოვრებო უცხოტომელებო, საქართველოსგან ათასგზის გადარჩენილებო, ჟამიდან-ჟამს, მოხერხებულად რომ გვირტყამთ ზურგში ლახვარს! თქვენ, ქართულ კულტურაზე და პურ-მარილზე გამოზრდილებო, თქვენი ერების ისტორია, აგერ, ჩვენ თვალწინ რომ იწერება! ნუ იჩენთ უმადურობას! იცოდეთ, განიკითხებით უფლის სამსჯავროზე!.. თუ საქართველოს მოქალაქეები ხართ, ერთხელ მაინც იქართველეთ და… შემოგვიერთდით!”