8 ივლისი, 2018

თეონა ჯორბენაძე: “პაატა ბურჭულაძეს უღირსი ქართველებისგან ავსტრიელები დაიცავენ”

თეონა ჯორბენაძე: "პაატა ბურჭულაძეს უღირსი ქართველებისგან ავსტრიელები დაიცავენ"ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე ოპერის მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

“სამართლის ტრანსპორტი მართლა ურემი ყოფილა, მაგრამ მთავარია, რომ ბოლოს მაინც მიდის საჭირო მისამართზე.

თან ავსტრიის კანონმდებლობას პასუხისგებასთან ერთად, ისეთი მსუყე ჯარიმები ჰქონია დაწესებული, ვშიშობ პაატას და “იავნანას” დისკრედიტაციით ნაშოვნი ლარების ევროში დაბრუნება მოუწევთ და ისიც ერთი-ორი ნულის მეტობით.

ისეთი კამპანიები უგორეს და ისე დევნეს, რომ ეს მავნებლობა საზღვრებს გასცდა და, ჩვენდა სამარცხვინოდ, აწი პაატა ბურჭულაძეს ამ დანაშაულებრივ ქსელში ჩართული უღირსი ქართველებისგან ავსტრიელები დაიცავენ.

“პაატა ბურჭულაძე 1989 წლიდან საქართველოსთან ერთად ავსტრიის მოქალაქეა, ქალაქ ვენის მერიამ აღიარებული ქართველი არტისტის თაყვანისმცემელთა საზოგადოება ოფიციალურად 1986 წელს დაარეგისტრირდა.

2014 წელს მას ავსტრიის პრეზიდენტის ჰანს ფიშერის მიერ ავსტრიის სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა – I ხარისხის ჯვარი მეცნიერებასა და ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისათვის. პაატა ბურჭულაძის, როგორც ავსტრიის მოქალაქის უფლებებს, ავსტრიის საადვოკატო ბიურო იცავს.

ადვოკატ ბარბარა გლიოკნერ-ვოლციკის წერილში, რომელიც ცილისმწამებლურ კამპანიაში აქტიურად მონაწილე ქართულ მედია უწყებებს ეგზავნებათ, ნათქვამია, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში დარღვეულია ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლი – ცისლისწამება, სისხლის სამართლის კოდექსის 152 მუხლი – საქმიანი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება. აგრეთვე, ავსტრიის სამოქალაქო კოდექსის 1330 მუხლი – ღირსების შელახვა. დარღვეულია მასმედიის შესახებ კანონის მე-6 და მე-7ბ პუნქტები – პიროვნების უფლებების დაცვა და უდანაშაულობის პრეზუმცია. დარღვეულია საავტორო უფლებათა შესახებ კანონის 78-ე პუნქტი – გამოსახულების დაცვა.”