თბილისის ისტორიული ადგილი დაამახინჯეს

24 ივლისი, 2018

თბილისის ისტორიული ადგილი დაამახინჯესთბილისში გამალებული მშენებლობებია. ნებართვები გაიცემა როგორც გარეუბნებში, ასევე დედაქალაქის ისტორიულ უბნებში სხვადასხვა ნაგებობების მშენებლობაზე.

სერგო ედიშერაშვილი ძველ თბილისში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, სადაც კარგად ჩანს, რომ ისტორიულ ნაწილში მშენებლობა მიმდინარეობს:

“ჩემი კოლეგის ვანო შლამოვის სურათებს ვათვალიერებდი. სულ ახალი გადაღებულია.

ძაან მაინტერესებს ამ ისტორიულ ადგილზე, სადაც ყოველი სანტიმეტრი ჩვენი ქალაქის ისტორიაა, ვინ გასცა მშენებლობაზე ნებართვა? უკვე არავის და არაფრის არ მჯერა.”