25 ივლისი, 2018

SOS! შატილში კოშკი ინგრევა

SOS! შატილში კოშკი ინგრევა შატილში ერთ-ერთი კოშკი ინგრევა. მას უკვე ჩაენგრა ძირზე კუთხე და გაუჩნდა ბზარები, რაც კოშკისთვის სავალალოა.

ინფორმაციას და ფოტოს ბუჩა ზაზუნიშვილი ავრცელებს:

“SOS! შატილის ერთ-ერთი კოშკი, რომელსაც რამოდენიმე წლის წინ, ძირზე კუთხე ჩაენგრა. პირველ წელს ბზარები საერთოდ არ ჰქონდა, მერე ოდნავ დაეტყო, ეხლა უკვე საკმაოდ შორიდანაც ეტყობა. მალე საშიშიც გახდება აქ შესვლა.

სანამ ძირამდე არ დაიქცევა, მანამდე არ შემოირტყამენ თავში ხელს ძეგლთა დაცვაში… ისედაც 4 თუ 5 კოშკია დაშლილი და ყრია ქვის ყორედ. მერე ცემენტით ააშენებენ და ვიტყვით, ისტორიული ძეგლიაო!”