11 ივლისი, 2018

ოთარ ჭილაძე: “ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?!”

ოთარ ჭილაძე: "ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?!"არ არსებობს ჩვენს გარშემო ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ ეფიქროს, რა არის სიცოცხლე და რა არის სიკვდილი.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს ოთარ ჭილაძის რომანიდან “მარტის მამალი”, სადაც სწორედ სიცოცხლესა და სიკვდილზეა საუბარი:

“ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო.

მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები.

განა სულ ამას არ ნატრობს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!”