10 ივლისი, 2018

ნუ გრცხვენიათ ქართველობის!

ნუ გრცხვენიათ ქართველობის!ბოლო დროს საქართველოში ბევრი ცუდი ამბავი ხდება, რის გამოც ჩვენი თანამოქალაქეები ამბობენ, რომ ქართველობის რცხვენიათ.

რეჟისორ სანდრო ელოშვილს მიაჩნია, რომ ქართველობის არასდროს უნდა შეგვრცხვეს:

“მე არ მრცხვენია ქართველობის…

რამდენ ცუდ ქართველსაც ჩამომითვლით, იქვე ორ კარგს თუ ვერ გეტყვით იგივე ჟანრიდან, მაშინ დაგეთანხმებით…

აგერ ამ მწყემსის საპასუხოდ გეტყვით:

პროფესორი ჟორდანია – რიო დე ჟანეიროდან რომ მოფრინავდა და თავისი სამაშველო რგოლი ახალგაზრდა ორსულ ქალს რომ დაუთმო…
და
მამა ილია კარტოზია, 2 თუ 3 წლის წინ იტალიაში, გემზე სხვა რომ გადაარჩინა და თვითონ დაიღუპა…

მოკლედ, არ გინდათ ეს ქართველობის გვრცხვენია…

ხომ ბევრჯერ მითქვამს თომას მანის სიტყვები, როდესაც ჰიტლერის გამო მას სთხოვდნენ პასუხს “რას შვება შენი გერმანიაო?!”

პასუხი იყო მარტივი – გერმანია არის იქ, სადაც მე ვარ!
ასე რომ, საქართველოც ისაა, სადაც თქვენ ხართ და რასაც თქვენ აკეთებთ… ისაა საქართველოც!”