Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნოდარ მგალობლიშვილი – თავმდაბლობის ეტალონი

15 ივლისი, 2018

ნოდარ მგალობლიშვილი - თავმდაბლობის ეტალონი– ვერაფრით ვერ დავდგამდი “ჯაყოს ხიზნებს”, რომ არ ყოფილიყო ნოდარ მგალობლიშვილი, – აცხადებს რეჟისორი თემურ ჩხეიძე.

მსახიობმა მთელი ცხოვრება საყვარელ პროფესიას შესწირა. მართალია თავიდან მომღერლობა უნდოდა, მაგრამ უახლოესი მეგობრის ჯემალ ანჯაფარიძის რჩევით თეატრალურში ჩააბარა და როცა ჩარიცხულთა სიაში საკუთარი გვარი და სახელი წაიკითხა, არც კი გახარებია.

არნახული პოპულარობის მიუხედავად, ნოდარ მგალობლიშვილს წარმატება თავში არასოდეს ავარდნია და მთელი ცხოვრება თავმდაბალი და უბრალო დარჩა.

– დაბლა დაგიხრით თავს და დიდხანს მინდა რომ იყოთ კარგი მაყურებელი, – ასეთია ნოდარ მგალობლიშვილის გზავნილი მაყურებელისთვის.

“არტინფო” გთავაზობთ ჩანაწერს, სადაც რეჟისორი თემურ ჩხეიძე ნოდარ მგალობლიშვილზე საუბრობს.